უცხოეთი
ერდოღანმა კლინტონს პოლიტიკური გამოცდილების არქონა უსაყვედურა

  საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი კლინტონის განცხადება, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მზაობის შესახებ, რომ სირიაში ქურთი სახალახო მოლაშქრეები  შეაიარაღოს, წარუმატებელია და მისი პოლიტიკური გამოცდილების არქონის შედეგს წარმოადგენს, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა თაიიპ ერდოღანმა.

 უწინ ტელედებატებში ქალაქ სენტ–ლუისში კლინტონმა განაცხადა, რომ ‘შესაძლოა ქურთების შეიარაღების საკითხს გადახედოს“. „ქურთები ჩვენი საუკეთესო მეგობრები არიან ერაყში“, – დასძინა მან.

 „კლინტონის განცხადებას ძალიან წარუმატებლად მივიჩნევ, ის იმეორებს, რომ მხარს დაუჭერს  PYD–ისა (სირიის ქურთთა დემოკრატიული კავშირის პარტია) და YPG–ის (სირიელი ქურთების თავდაცვის ძალები) ტერორისტებს. ეს ძალიან წარუმატებელი განცხადებაა, უფრო უარესი რომ არ ვთქვა. მე, პირადად მიმაჩნია, რომ ეს მისი პოლიტიკური გამოცდილების არქონის შედეგია. ასეთი განცხადებები უადგილოა, რადგან რეგიონში სულ სხვა რეალიებია“, – განაცხადა ერდოღანმა.