საზოგადოება
აჭარა ველოტურიზმის განვითარებას იწყებს

bulvariაჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, "თამარის" დასახლებიდან ბულვარის ბოლომდე საზოგადოებრივი ველოსისტემა მოეწყობა, სადაც ნებისმიერ მსურველს ველოსიპედის დაქირავება და გასეირნება შეეძლება.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 200 ათას ევროს შეადგენს. ველოტრასის მშენებლობა უკვე დაწყებულია და 2011 წლის ტურისტული სეზონიდან სრული დატვირთვით ამუშავდება.

საზოგადოებრივი ველოსისტემა სამომავლოდ ქობულეთის ბოლომდეც გაგრძელდება. ტრასას პირველი ეტაპისთვის 300-მდე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ველოსიპედი მოემსახურება. ველოსისტემებით სარგებლობა 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.