საზოგადოება
ალი გასანოვი: მარნეულში არეულობები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დაიწყეს! (სპეცნაზმა 6 პირი დააკავა)

  საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ყიზილაჯლოში მომხდარი დაპირისპირების ინიციატორი "ნაციონალური მოძრაობა" იყო, ისინი ნებისმიერი გზით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას", - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აქსაკალთა კავშირის“ წარმომადგენელმა ალი გასანოვმა ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი იმამკულიევი აგებდა მარნეულში და, როგორც თავის დროზე სულეიმანოვმა მომიგზავნა თავისი ცოლის ძმები დასაშინებლად, ასევე იმოქმედეს ახლაც. ეროვნული შუღლის გაღვივება უნდოდათ, ეს არის აზერ სულეიმანოვის დავალება და იმამკულიევის შესრულება", - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა პარტიიდან "სახელმწიფო ხალხისთვის" კამრან მამედოვმა.

 „თუ ვინმე არეულობას ეთნიკურ ნიადაგზე ცდილობს, ეს არ გამოუვა. ჩვენ საუკუნეების მანძილზე ერთად ვცხოვრობთ, ჩვენი ხალხი მსგავს პროვოკაციებს არ წამოეგება. რაც შეეხება ყიზილაჯლოს, სულელიც კი ხვდება, რომ ეს კონკრეტული სცენარისტის მიერ დაწერილი პროვოკაცია იყო", - განმარტა აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარემ ჰუსეინ იუსუბოვმა.

 ყიზილაჯლოში დაპირისპირება 8 ოქტომბერს საარჩევნო უბანთან მოხდა, ინციდენტის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

 დღეს მარნეულში კვლავ იკრიბებიან „ნაცმოძრაობის“ უკმაყოფილო მომხრეები, რადგან გუშინ ღამით საქართველოს შსს სპეცნაზმა 6 მეთაური – ამ ბინძური პროვოკაციის ორგანიზატორები დააკავეს, რის შესახებაც დღეს იტყობინება საქართველოს შსს თავის საგანგებო განცხადებაში