სამართალი
შსს-მ 2013 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

  საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ხობის რაიონული სამმართველოს მიერ 2013 წლიდან ძებნილი, წარსულში ნასამართლევი . . თბილისში დააკავეს.

 დაკავებულს ბრალად ედება პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის გადაცემა.

 სამართალდამცველებმა ბ.ლ-ს პირადი, ასევე, დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 არარეგისტრირებული პისტოლეტი ამოიღეს.