სამართალი
შსს-მ საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა

  საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში 108-ე საარჩევო უბნის დარბევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კ.. დააკავეს.

 ასევე დაკავებულია სოფელ ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტში ბრალდებული გ..  

 ჯიხაშკარის ორივე საარჩევნო უბანში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.