უცხოეთი
სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხების კომიტეტს საქართველოს პარლამენტთან კავშირების აღდგენა სურს

  საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატს ლეონიდ კალაშნიკოვს, რომელიც დსთ-ს საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეა, ქართველ კოლეგებთან ურთიერთობის აღდგენა სურს. ამის შესახებ მან რუსულ სააგენტო Аргументы и Факты-სთან ისაუბრა. მისი თქმით, ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დიდი სხვაობით გაიმარჯვა.

 „ვფიქრობ, რომ არჩევნების შედეგები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს საქართველო-რუსეთის თანამშრომლობის სურვილზე, რადგან არჩევანი მხოლოდ ორ პარტიას შორის გაკეთდა. პარტიაქართულმა ოცნებამდიდი სხვაობით გაიმარჯვა - 48,6%- 27,14%-ის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი გვარწმუნებდა გამარჯვებაში და ქუჩაში გამოსვლებისკენაც მოუწოდებდა ხალხს, მაიდანის რევოლუციის მსგავსად, ხალხმა არჩევნებით ამაზე უარი თქვა“, - განაცხადა კალაშნიკოვმა.

 კალაშნიკოვის თქმით, ოპოზიცია საკუთარ მარცხში არჩევნებამდეც დარწმუნდა.

 „ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აღიარებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას, მაგრამ ეს ნათელი ნიშანია იმის, რომ უნდა ვეძებოთ კომპრომისები. კომიტეტში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთ კვირაში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იქნება მოხსენება და შევეცდებით დავამყაროთ ურთიერთობა ქართველ პარლამენტარებთან“, - განაცხადა დეპუტატმა.