საზოგადოება
ოთარ კახიძე არჩევნებში დამარცხებას აღიარებს და თერჯოლაში გამარჯვებულ „ქართული ოცნების”კანდიდატს წარმატებას უსურვებს

  საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩემს ოლქში წინასაარჩევნო პროცესმა ჩაიარა პოზიტიურ, მშვიდ და კონკურენტულ გარემოში. ძირითად ოპონენტებს ერთმანეთზე ცუდი არ დაგვცდენია და ვაწარმოეთ ჯენტლმენური კამპანია - წერს “ფეისბუქის“ გვერდზე „ნაციონალური მოძრაობიდან“ თერჯოლა-ტყიბულის ოლქში  მაჟორიტარობის კანდიდატი.

 „ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების”კანდიდატს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს თერჯოლისა და ტყიბულის ინტერესები ხელისუფლებაში. ამ ორ რაიონში არსებული მძიმე სოციალური ფონისა და პრობლემების გათვალისწინებით, ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ყველა კეთილ საქმეში მინდა მას წარმატება ვუსურვო“, - წერს ოთარ კახიძე.