საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ, სააგენტო Reuters-ის ცნობით, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩვენ ვხედავთ, რომ მათ განათავსეს უფრო მეტი სამხედრო დანაყოფი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ისინი მზად არიან, ძალა გამოიყენონ მეზობლების წინააღმდეგ - უკრაინაში, ყირიმში, ასევე საქართველოში. მათ განათავსეს ძალები მოლდოვაში მოლდოვის მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ უფრო აგრესიულ, უფრო ძლიერ რუსეთს, რომელსაც ძალის გამოყენება სურს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამავე დროს, ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა სირიის კონფლიქტის ესკალაციაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლის განხორციელების ერთადერთი გზა ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებაა.