პოლიტიკა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

  საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი.  ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

 შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო პროცესები, კენჭისყრის დღე და ხმის დათვლის პროცედურები განიხილეს. აღინიშნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებმა, მიუხედავად რამდენიმე ინციდენტისა, საარჩევნო პროცესის პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად მაქსიმუმი გააკეთეს. ასევე იმსჯელეს ავღანეთში ჩატარებულ არჩევნებზე. შეხვედრის მონაწილეებმა საჩივრებზე და მათი წარდგენის ვადებზეც ისაუბრეს.

 სადამკვირვებლო მისია პარლამენტის არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდება.