უცხოეთი
მეორე დებატები: ტრამპი კლინტონს ციხით დაემუქრა

  საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. შეერთებულ შტატებში პრეზიდენტობის კანდიდატების მეორე სატელევიზიო დებატები დასრულდა. ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის დებატები, პირველისგან განსხვავებით საკმაოდ მწვავე აღმოჩნდა.

 კანდიდატებმა, რუსეთის, სირიის, ქვეყნის ეკონომიკის, ჯანადცვის და ბუნებრივია, კლინტონის მეილის სკანდალზეც ისაუბრეს.

 კლინტონმა ტრამპი რუსეთთან ფინანსურ კავშირებში დაადანაშაულა, მან კი საპასუხოდ კლინტონი სირიაში მეამბოხეების მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მთავარი აქცენტი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაზე უნდა იყოს გადატანილი.

 დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონის მეილების სკანდალსაც შეეხო და განაცხადა, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, კლინტონს დაიჭერს, პირადი მეილებით სახელმწიფო საქმეების შესახებ მიმოწერის გამო.

 ტრამპის თქმის, გამარჯვების შემთხვევაში გენერალურ პროკურორს დაავალებს, კლინტონის მეილების საქმე გამოიძიოს.

 "ტრამპის ტემპერამენტის გათვალისწინებით, არაჩვეულებრივია, რომ ის ჩენი ქვეყნის კანონმდებლობას ვერ აკონტროლებს" - განაცხადა კლინტონმა.

 "მაშინ თქვენ ციხეში იქნებოდით", - უპასუხა ტრამპმა.