პოლიტიკა
საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. „მიუხედავად იმისა, რომ “პატრიოტთა ალიანსი” რჩება ჩემთვის, რესპუბლიკური პარტიისთვის, ნომერ პირველ კონკურენტ პოლიტიკურ ძალად იდეოლოგიის, შეხედულებების თვალსაზრისით, მირჩევნია, ისინი იყვნენ პარლამენტში, ვიდრე მის გარეთ", - ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს ფარულ ხელთან დაკავშირებით, ხომ არ იგულისხმა ამაში ბიძინა ივანიშვილი და მმართველი პარტია, რაზეც მან განაცხადა: „მმართველი პარტია და ბიძინა ივანიშვილი არის ბევრი ხელი, მე ვლაპარაკობ ფარულ ხელზე“.