პოლიტიკა
„მეორე ტურში მონაწილეობის და არჩევნების ლეგიტიმაციის აზრს ვერ ვხედავ…“ – სააკაშვილმა „ზადნი“ მისცა

  საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი, ამჟამად კი ძებნაში მყოფი სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც ოდესაში, საოლქო ადმინისტრაციის შენობაში იმალება, მიშკა სააკაშვილი „ფეისბუქ–მიმართვაში“ აცხადებს.

 "მეორე ტურის შესახებ ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ თავის კანდიდატებს გაამარჯვებინებს და ეს ასეც იქნება. მე ვერ ვხედავ მეორე ტურში მონაწილეობის  და ამით არჩევნების ლეგიტიმაციის აზრს“,  - განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან არსებობს თავისი დადებითი არგუმენტები ორივე გადაწყვეტილებისთვის – როგორც საარჩევნო კამპანიის გასაგრძელებლად, ასევე მის დასატოვებლად.

 ამასთან, სააკაშვილის თქმით, “ოცნებამაც“ და “ნაციონალურმა მოძრაობამაც" ხმების დიდი პროცენტი მიიღეს.

 „ერთმანეთის არჩევანს უნდა ვცეთ პატივი და ჩვენი მომხრეების ნაწილის მხრიდან ქართველი ხალხის დადანაშაულება არ არის სწორი", - მისცა „ზადნი“ სააკაშვილმა.

 მისი თქმით, მეორე ტური იქნება უფრო რთული, ხელისუფლება შეეცდება მთლიანად შეცვალოს მისი კუთვნილი, თუმცა მავან ძმებ ყარამანიშვილებზე გაფორმებული ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი.

 "ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და ასეთ სიტუაციაში გვჭირდება გადაჯგუფება, ჩვენ აუცილებლად მოვაშორებთ საქართველოს ივანიშვილის რეჟიმს",  აცხადებს უკვე უწინდელი ენთუზიაზმის გარეშე სააკაშვილი, რომელსაც აღარ ემორჩილებიან მისსავე პარტია „ნაცმოძრაობაში“.

 საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა გიგა ბოკერიამ და დავით ბაქრაძემ ჩაატარეს საგანგებო ბრიფინგი, სადაც აღშფოთებულებმა უგულებელჰყვეს არჩევნების დატოვება და განაცხადეს, რომ მტკიცედ იბრძოლებენ ბოლომდე ყველა კანონიერი საშუალებით, მანიფესტაციებისა დ აუცხოურ ორგანიზაციებისთვის საჩივრებით მიმართვის ჩათვლით