საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ბათუმის 68-ე მაჟორიტარული ოლქის 41 უბნიდან ცესკო-ში დათვლილია 29 უბნის მონაცემები. ამ მონაცემების მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატ ფატი ხალვაშს 41,18% აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ მირდატ ქამადაძეს კი - 32,62%.
ბათუმის 69-ე მაჟორიტარული ოლქის 38 უბნიდან დათვლილია 22 უბანი. "ქართული ოცნების" კანდიდატ ლევან ბეჟანიძეს 39,58 პროცენტი აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გიორგი კირთაძეს - 26,44 პროცენტი.
ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის 40 უბნიდან დათვლილია 33 უბანი. "ქართული ოცნების" კანდიდატ მუხრან ვახტანგაძეს 44,53 პროცენტი აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ თეიმურაზ დუმბაძეს - 29,88 პროცენტი.
ქობულეთის 71-ე მაჟორიტარული ოლქის 48 უბნიდან დათვლილია 45 უბანი. "ქართული ოცნების" კანდიდატ კობა ნაკაიძეს 40,14 პროცენტი აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ჯანსუღ ჯინჭარაძეს - 24,8 პროცენტი.
ხელვაჩაურის 72-ე მაჟორიტარულ ოლქში 50 უბნიდან 46 უბნის შედეგების მიხედვით,
"ქართული ოცნების" კანდიდატ ილია ნაკაშიძეს 42,44 პროცენტი აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ მიშა ბოლქვაძეს - 28,89 პროცენტი.
ხულოს 73-ე მაჟორიტარული ოლქის 130 უბნიდან 125 უბნის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატ ანზორ ბოლქვაძეს 51,76 პროცენტი აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ირაკლი ჯორბენაძეს - 27,82 პროცენტი.