საზოგადოება
შიდა ქართლში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ

  საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, გორის 41-ე მაჟორიტარულ ოლქში 41 უბნიდან დათვლილ 20 უბანში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ 33,2% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ალექსი გოგლიძემ - 16,3%, „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ - 19,41%, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა - 17,28%.

 გორის 42-ე მაჟორიტარულ ოლქში 52 უბნიდან დათვლილ 18 უბანში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თენგიზ ხუბულურმა 37,89% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა - 26,61%.

 ქარელის მე-40 მაჟორიტარული ოლქში 55 უბნიდან დათვლილ 49 უბანში „ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი თოთლაძე 52,43% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ილია ბურჯანაძემ კი 19,35%.

 კასპის 39-ე მაჟორიტარულ ოლქში, 40 უბნიდან დათვლილი 14 უბნის შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი მეზურნიშვილმა - 45,71%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნუგზარ ნონიაშვილმა 23,55% მიიღო.

 ხაშურის 43-ე მაჟორიტარულ ოლქში, 52 უბნიდან დათვლილი 26 უბანზე “თოფაძე-მრეწველები - ჩვენი სამშობლოს“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ - 32,88% მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა - 20,01%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა როინ მახარობლიძემ - 18,01%.