საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას Financial Times. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტია “ქართული ოცნების” დამაარსებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეტოქეობა დომინირებდა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ თუ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგები მართალი აღმოჩნდება, ეს მნიშვნელოვანი მარცხი იქნება მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელიც, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში, სამშობლოში დაბრუნებას გეგმავდა.
სტატიაში ნათქვამია, რომ “ქართული ოცნების” გამარჯვებას პროგნოზირებს ორი სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი. მათ შორის გამოკითხვა, რომლის შედეგებიც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა.
ჟურნალისტის ვარაუდით, არჩევნების შედეგები საქართველოს ევროპულ საგარეო კურსზე არ აისახება, რადგან ორივე გამარჯვებული პარტია ევროინტეგრაციას უჭერს მხარს.
“ქართული ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში, დასავლელი დიპლომატები და საქართველოს მოქალაქეები იმედოვნებენ, რომ ივანიშვილიც და სააკაშვილიც ჩამოსცილდებიან პოლიტიკურ ცხოვრებას“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.