საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა მარკ გრინმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული.
„ჩვენი დამკვირვებლები დააკვირდნენ 200-ზე მეტ საარჩევნო უბანს და ჩაატარეს 1000-ზე მეტი შეხვედრა წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენი პირველადი შეფასებით, ეს არჩევნები არ იყო იდეალური, თუმცა, ძირითადად, ჩატარდა მშვიდ და წყნარ გარემოში და, როგორც ჩანს, ასახა ქართველი ამომრჩევლის ნება“, - აღნიშნა მარკ გრინმა.
„ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ამომრჩევლები და პოლიტიკური სპექტრი იქნებიან მშვიდი და ეცდებიან, უზრუნველყონ მშვიდობიანი გარემო, რათა გაგრძელდეს საარჩევნო პროცესი. სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს მუშაობას საქართველოში მეორე ტურის დასრულებამდე და ეცდება, შეასრულოს კონსტრუქციული როლი საარჩევნო პროცესში“, -განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტმა.