რელიგია
„მინდა, ვთხოვო გამარჯვებულთა პარტიას, ყურადღება მიაქციონ იმათ, ვისაც ჰგონიათ, რომ არჩევნები წააგეს“ – ილია მეორე

  საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო  ქადაგებისას განაცხადა.

 „მინდა, მოგილოცოთ არჩევნების მშვიდობით ჩატარება. ესეც ნიშანია, რომ იზრდება სიყვარული საქართველოში. ეს გამარჯვება ერთი პარტიის კი არა,  მთელი საქართველოს გამარჯვებაა. ვისაც ჰგონია, რომ წაგებულია, ისიც გამარჯვებულია. სწორედ  ამას გილოცავთ. მინდა, ვთხოვო გამარჯვებულთა პარტიას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ,  სიყვარული გამოიჩინონ იმათ მიმართ, რომელთაც ჰგონიათ, რომ წააგეს. სინამდვილეში ყველანი, მთელი საქართველო გამარჯვებულია“, - ბრძანა უწმინდესმა.