პოლიტიკა
"კონსერვატიული პარტიისა" და "ხალხის პარტიის" ორგანიზებით, ხვალ პარლამენტის შენობასთან დევნილების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.
ამის შესახებ განცხადება "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა დღეს დევნილთა სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ჩხარტიშვილის განცხადებით, აქციაზე მოითხოვეს დევნილთა გამოსახლების პროცესის შეწყვეტა და უკვე გამოსახლებულთა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით თბილისში დაკმაყოფილება.მისივე თქმით, უახლოეს დღეებში დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ეგიდით კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ.