უცხოეთი
ლავროვმა რუსეთ–ამერიკის ურთიერთობების ძირეული ცვლილებების კონსტატაცია მოახდინა

  საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსოფობიულია. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 „მათი ქცევა არამხოლოდ რიტორიკულ რუსოფობიად შეიძლება შეფასდეს, არამედ აგრესიულ პოზიციადაც, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები რუსეთის ეროვნული ინტერესებს უქმნის საფრთხეს. ისინი აფართოებენ ნატოს ძალებს და ათავსებენ მძიმე შეიარაღებას ჩვენს საზღვრებთან, მათ შორის, ანტისარაკეტო სისტემებსაც როგორც ევროპულ, ისე აზიურ სეგმენტში,“-აღნიშნა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.