საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს დილით, 9 საათზე და 15 წუთზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მედიაცენტრში ჩატარებულ ბრიფინგზე ჟურნალისტები პროპორციული სისტემით 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს გაეცნენ.
ამ დროისთვის 3702 უბნიდან დათვლილია 2347 უბნის მონაცემები, ანუ უბნების 63,4 %. ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მედიას პირველადი წინასწარი შედეგები ამ უბნების მიხედვით წარუდგინა.
ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, „ქართულ ოცნებას“ 49,93 % აქვს (519 944 ხმა), „ნაციონალურ მოძრაობას“ - 26,7 % (278 020 ხმა).
სხვა პარტიების შედეგები, რომელთაგან ჯერჯერობით ვერცერთმა 5% ბარიერი ვერ გადალახა, ასეა გადანაწილებული:
"თარხან-მოურავი ირმა ინაშვილი-პატრიოტთა ალიანსი" - 4,87%
„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ - 4, 13%
"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - 3,6%
"ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა" - 3,36%
„ლეიბორისტული პარტია" - 3,04%
"რესპუბლიკური პარტია" - 1,48%
დანარჩენ პარტიებს ხმების 1% ნაკლები აქვთ.
ამომრჩეველთა აქტიობა დაახლოვებით 52% იყო.
რადგანაც ხვალამდე მოცემული სურათი მუდმივად შეიცვლება, როგორც პროპორციული, ადევე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების მონაცემებს უბნების მიხედვის შეგიძლიათ გაეცნოთ ცესკო-ს სპეციალურ ელექტრონულ გვერდზე.