საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ხმის მიცემის 12-საათიანი პროცესი დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დახურულია. ახლა გაგაცნობთ მონაცემებს, რომლებსაც დილიდან დიდი ინტერესით ელით. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ავტორიტეტული საერთაშორისო და 40-წლიანი გამოცდილების მქონე კვლევითი კომპანიის - თი-ენ-ეს ოფინიონის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარ შედეგებს, რომელიც მომზადებულია 18 საათის მონაცემებზე დაყრდნობით.
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-53.8 %
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-19.5 %
ბლოკი დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია-5 %
ირაკლი ალასანია-,,თავისუფალი დემოკრატები”-4 %
შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია-3.1 %
ბლოკი პაატა ბურჭულაძე მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის-2.7 %
რესპუბლიკური პარტია- 2.7 %
ბლოკი-ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა-2.3 %
სხვა დანარჩენი პარტიები 1 %-ზე ნაკლები
შეგახსენებთ, რომ ეს არის„ თი-ენ-ეს“ ოფინიონის ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები, რომლებიც 18 საათის მონაცემებზე დაყრდნობითაა მომზადებული.
20 საათის მონაცემებს კი 21 საათსა და 30 წუთიდან შემოგთავაზებთ.
„თი-ენ-ეს ოფინიონმა“ ეგზიტპოლი ქვეყნის მასშტაბით 10 მაჟორიტარულ ოლქშიც ჩაატარა. 18 საათის მონაცემებს ცოტა ხანში გაგაცნობთ:
10. ბათუმის 68 საარჩევნო ოლქი