პუბლიკაციები
შსს - ყიზილაჯლოში "ნაციონალური მოძრაობისა“ და პაატა ბურჭულაძის მომხრეები საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ

   მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს. 

  "მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობისდა ბლოკიპაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვისმომხრეები 48- საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ.

  ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს.

  დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა.

  საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს.

  ამ ეტაპზე მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს 48- საარჩვენო უბანთან  ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები”,- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 “შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან. ყველა იმ აქტივისტის მიმართ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები”,- ნათქვამია განცხადებაში.