საზოგადოება
საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 42.05%-ს შეადგენს.
ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, რაოდენობრივად აღნიშნული რაოდენობა 1 477 562 ამომრჩეველს შეადგენს.
ამასთან, ცესკო-ს სპიკერმა ამომრჩევლებს აქტივობისკენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.