პოლიტიკა
15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 34.79% შეადგინა

  საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 34.79% შეადგინა. როგორც ცესკო-ში განმარტავენ, რაოდენობრივად აღნიშნული მაჩვენებელი 1 222 634  ამომრჩეველს შეადგენს.

 საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში  სულ 46 საჩივარია შესული. ძირითადად, პროცედურული ხარვეზებია, რაც უკვე აღმოფხვრილია - აგიტაცია უბანზე, მარკირების გარეშე ხმის მიცემა.

 ანა მიქელაძის განცხადებით,  პრობლემები ჰქონდა ამომრჩეველთა ნაწილს საარჩევნო უბანზე შესვლასთან დაკავშრებით და აღნიშნული პრობლემაც აღმოფხვრილია.