საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კუბასა და ვიეტნამში რუსული სამხედრო ბაზების დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა აცნობა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ცნობისთვის: ამ ქვეყნებში საბჭოთა, ხოლო შემდეგ რუსული სამხედრო ბაზები 2002 წლამდე იყო განთავსებული. ვიეტნამში, ქიამრანში მოქმედი ბაზა წყნარი ოკეანეს სამხრეთ ნაწილისა და მთელი ინდოეთის ოკეანეს კონტროლის შესაძლებლობას იძლეოდა. კუბაში, ლურდესზე კი რადიოელექტრონული დაზვერვის მთავარი საზღვარგარეთული ცენტრი მოქმედებდა.
საგულისხმოა, რომ დღეს სახელმწიფო სათათბირო სირიის ტერიტორიაზე რუსული საავიაციო ჯგუფის უვადოდ განთავსების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავს. დოკუმენტი პარლამენტს პრეზიდენტმა პუტინმა წაურდგინა.