უცხოეთი
ბანერი პუტინის გამოსახულებით ნიუ იორკში, მანჰეტენის ხიდზე გამოჩნდა

  საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ნიუ-იორკში, მანჰეტენის ხიდზე უცნობმა პირებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ათ მეტრიანი ბანერი გადმოკიდეს, წარწერით „მშვიდობისმყოფელი“. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთის პირველი პირის ბანერი დაახლოებით ერთი საათით შემდგომ პოლიციამ ჩამოხსნა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ განათავსა ბანერი ხიდზე, პოლიცია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობს.

გამოცემა New York Post თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ბანერი ორმა ადამიანმა გაშალა. როგორც C-CBS იუწყება, აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. 7 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეა. მას 64 წელი შეუსრულდა.