სამართალი
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე, ერთი პირი დაკითხვაზეა გადაყვანილი

  საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ორთაჭალაში, დიდი ხეივნის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ,  მიხეილ . დაკითხვაზე გადაიყვანეს.

 სწორედ მის საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობდა თითქმის 10 საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გამოძიებას უკავშირდება.

 2030-ის ჟურნალისტის ინფირმაციით, ექსპერტ-კრიმინალისტებმა საგამოძიები მოქმედებებისთვის სახლიდან რამდენიმე ნივთი ამოიღეს.

 როგორც ადგილზე მყოფმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელმა 2030-ს განუცხადა, კრიმინალური პოლიციისა დ პროკურატურის ერთობლივი ღონისძიებებით საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით.

 მიხეილ ჩ. როგორც მისი ახლობლები ყვებიან,  ამჟამად სიგარეტების საწყობში მუშაობდა, წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში მოგვიანებით კი, თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილად გამოაცხადა.  ბრალდებული  ინდენტიფიცრებულია.