სამართალი
როგორ განახორციელა ბრალდებულმა თარგამაძის მანქანის აფეთქება (ვიდეო)

  საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ ვიდეო მასალას ავრცელებს, სადაც, შსს ინფორმაციით, აფეთქებაში ბრალდებული პირის გადაადგილებაა ასახული.

 შსს-ს ცნობით, ეჭვმიტანილი დათო (დავით) ხეჩუაშვილი - თავდაცვის სამინისტროსა და სოდ-ის ყოფილი თანამშრომელი, გლდანში, ქერჩის ქუჩიდან მიდის კონიაკის ქარხნის  მიმართულებით, შედეგ მარი ბროსეს ქუჩიდან მიემართება ათონელის ქუჩისკენ ავტომობილით და ავტომობილს აჩერებს ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს  ბაღთან. შემდეგ მიემართება ფეხით სობჩაკის ქუჩისკენ, თარგამაძის მანქანას უკანა მხრიდან ჩაუვლის და ადის თაბუკაშვილის ქუჩისკენ.

 შსს-ს ცნობით, დაახლეობით, 8 წუთის შემდეგ ბრალდებული ისევ  ბრუნდება სობჩაკის ქუჩაზე, გადადის ათონელის ქუჩაზე, შედის სასურსათო მაღაზიაში და მიდის ალექსანდრეს ბაღისკენ. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ პარტიის ოფისიდან გივი თარგამაძე გამოდის მძღოლთან ერთად, ჯდება ავტომობილში და მიდის ათონელის ქუჩისკენ.  ამ დროს სკვერიდან გამოდის ბრალდებული, მარჯვენა მხრიდან უახლოვდება თარგამაძის ავტომობილს,  აკვირდება, რწმუნდება, რომ  ავტომანქანაში ნამდვილად ზის თარგამაძე და რამდენიმე წამში ხდება აფეთქება.