სამართალი
სომეხი მეღვინეები ქართველებს სასამართლოთი ემუქრებიან

kurdzeniსომხეთის მეღვინეთა კავშირის თავმჯდომარე ავაგ არუთუნიანი ქართული მხარის ბრალდებებს "აბსურდულს" უწოდებს და აცხადებს, რომ მათი გაგრძელების შემთხვევაში საჩივარსაც კი შეიტანს სასამართლოში.

ასე გამოეხმაურა სომხური მხარე რამდენიმე დღის წინათ გაზეთ "კვირის პალიტრაში" გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საფრანგეთში ქართული პროდუქცია (საფერავი, ჩურჩხელა, ხაჭაპური) სომხური ბრენდის სახელით იყიდება.

არუთუნიანმა განაცხადა:

"საფერავი" ყურძნის ჯიშია, სადღეისოდ კი არავითარი საერთაშორისო დოკუმენტი არ მოიპოვება, რომელიც ყურძნის ამა თუ იმ ჯიშს რომელიმე სახელმწიფოს საკუთრებად აცხადებს. ხომ არ მოითხოვენ, მაგალითად, ფრანგები, რომ შარდონე მათ გარდა არავინ აწარმოოს მხოლოდ იმიტომ, რომ შარდონე თეთრი ყურძნის ფრანგული ჯიშია?!"

"თუ ქართული მხარმომავალშიც გააგრძელებს თავისი აბსურდული თეორიების წამოყენებას, ენ ძალიან იოლად, სასამართლო გარჩევის გზით, შევძლებთ ჩვენი სიმართლის დამტკიცებას," - აღნიშნა არუთინიანმა.