სამართალი
თეა წულუკიანი: „თუ საქმის კვალიფიკაცია იქნა შესაცვლელი, შეიცვლება“

  საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. დეპუტატ გივი თარაგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტის შეფასებისას თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ვერსიებზე საუბარი ჯერ ადრეა.

 „გამოძიება სულ ორი დღეა,  რაც დაიწყო. აქედან გამომდინარე, თუ კვალიფიკაცია იქნა შესაცვლელი, შეიცვლება, თუ არ იქნა შესაცვლელი, არ შეიცვლება. დღეს ძალიან ადრეა,  ვისაუბროთ რაიმე ტიპის ვერსიებზე, თუ რა არის მომხდარი სინამდვილეში.  ნუ იჩქარებთ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.