საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ, „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერები, მოგიწოდებთ, რომ მობრძანდეთ 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე და შემოხაზოთ №25, რაც გახდება ჩვენი მომავალი საერთო წარმატებებისა და გამარჯვებების საწინდარი.
აქვე მინდა, განსაკუთრებით მოვუწოდო დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მოსახლეობას, არ დაუჭირონ მხარი ოლქში „ნაცმოძრაობისა“ და ლეიბორისტული პარტიის ერთობლივ კანდიდატს შალვა ნათელაშვილს, მით უმეტეს, რომ მას უკანასკნელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მშობლიურ სოფელ ბაზალეთშიც კი იპონით აქვს წაგებული არჩევნები და მისთვის მიცემული ხმა - არის „ნაცმოძრაობისა“ და სააკაშვილის უპირობო მხარდაჭერა. ამიტომ გთხოვთ, მაჟორიტარულ არჩევნებში მხარი დაუჭიროთ „მემარცხენე ალიანსის“ კანდიდატს თქვენს ოლქში, პარტიის გენერალურ მდივანს, ფასანაურში დაბადებულ და გაზრდილ კაცს სოსო შატბერაშვილს და შემოხაზოთ №25”, – განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.