საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „იმედის“ სოციოლოგიური კვლევის
შედეგების მიხედვით, არჩევნებში სასურველი პარტიისთვის ხმის მიცემას აპირებს 59%, მათი ხმები კი პარტიების მიხედვით ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 36%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 13%, „თავისუფალი დემოკრატები“ - 4%, ლეიბორისტული პარტია - 3%, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ - 2%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 2%, „ნინო ბურჯანაძე - გაერთანებული დემოკრატიული მოძრაობა“ - 2%, სხვა პარტიები - 2%, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია ან უარს ამბობს პასუხზე 36%.
კვლევამ ასევე გაარკვია, რომელი პარტიისკენ იხრებიან გადაუწყვეტელი ამომრჩევლები. მონაცემები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 47%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 18%, „თავისუფალი დემოკრატები“ - 6%, ლეიბორისტული პარტია - 5%, „პატრიოტთა ალიანსი“ და “პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ – 4-4%, “ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ - 2%. სხვა პარტიები - 3%. ამ შემთხვევაში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა 11 % მდე ჩამოდის.
კვლევა კომპანია JPM Strategic Solutions-მა 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1199 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება 2,8%-ია. საველე სამუშაო კომპანია „გორბიმ“ შეასრულა.