გურჯაანის რაიონში საწვავის უქონლობის გამო მიწებს ვერ ამუშავებენ
კახეთში საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადება უკვე დაიწყო, თუმცა ლაგოდეხის რაიონის მცხოვრებლებს პრობლემები აქვთ. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ უსახსრობის გამო მიწების დასამუშავებლად საჭირო საწვავის ყიდვას ვერ ახერხებს; ამასთან, მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს მხოლოდ საპენსიო შემოსავალზეა დამოკიდებული.
სპეციალისტის, გურამ გურგენიშვილის განცხადებით, ოფიციალურად 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოხვნას 30 ლიტრი საწვავი და 20 ლარი სჭირდება, თუმცა აღნიშნული ხარჯები რეალურად გაცილებით მეტია. გურგენიშვილი არ გამორიცხავს, რომ მიწების 60% წელს დაუმუშავებელი დარჩეს.