სამართალი
„ჩემი შტაბის უფროსი დააკავეს და იარაღი ჩაუდეს“ - ნიკა რურუა

  საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. “ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა რურუას შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ჯაფარიძე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით აიყვანეს.

 მომხდარს რურუა სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 "ისტერიკაში ჩავარდნილმა ივანიშვილმა ჩემი შტაბის უფროსი, დავით ჯაფარიძე იარაღის ჩადებით დააკავებინა წუხელ გვიან ღამით. ამ უკანონობას ორი მიზანი აქვს: დააშინონ ჩვენი მომხრეები და დეზორგანიზება შეიტანონ ჩვენს მუშაობაში. ცხადია, რომ არცერთ ამ მიზანს განხორციელება არ უწერია. აუცილებლად ვიმარჯვებთ ხუთ დღეში სიმშვიდით, სიმტკიცით და ერთობით!!!" - წერს ნიკა რურუა.

 „რა თქმა უნდა, ეს იარაღი ჩადებულია. თვითონ დაკავებულიც ამბობს, რომ ათმა კაცმა გააკავა და რაღაც იარაღის ჩადება დაუწყეს. ვერანაირი პროვოკაციები, ჩადებები, დაშინებები, ცილისწამება, ტყუილები ამ ხელისუფლებას, რომელიც უკვე აგონიაშია, ვერ უშველის“, - აცხადებს სააკაშვილის მმართველობის ხანაში კულტურის მინისტრად მყოფი, ხოლო სახელმწიფო საბჭოსა და შევარდნაძის დროს თბილისის ცნობილი ბანდის „კულინარების“ წევრი და განგსტერი რურუა.