პოლიტიკა
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკება დასრულდა

  საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. შესაბამისი მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა.

 დოკუმენტს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენიმ მოაწერეს ხელი. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

 მემორანდუმის ხელმოწერამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის გაო ხუჩენის შეხვედრა გაიმართა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარება იყო.

 “ძალიან დიდი, ისტორიული ნაბიჯი ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლის კუთხით, რომელიც ორივე ქვეყანაში ბიზნესსა და ვაჭრობის მოცულობას წაახალისებს”, - ასე შეაფასა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება.