პოლიტიკა
სააკაშვილი სარგსიანს ქართული ბრენდების მითვისებაზე გაესაუბრება

sargsianiსომხურმა სააგენტო "ნიუს.ამ"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თებერვლის ბოლოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა და ვიზიტის დროს, შესაძლოა, ქართულმა მხარემ სომეხი მეწარმეების მიერ ქართული ბრენდების უკანონოდ გამოყენებისა და მათი შემდგომი ექსპორტირების საკითხზეც ისაუბროს.

გაზეთი "ვზგლიადი" წერს, რომ "საქპატენტი" ამ მიმართულებით აქტიურად იწყებს მუშაობას. ქართული მედია კი პრეზიდენტს ურჩევს, კოლეგა სერჟ სარგსიანი "დაანამუსოს" და ქართველი მწარმოებლების ინტერესები დაიცვას.

საუბარია გაზეთ "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილ სტატიაზე, სადაც წერდნენ, რომ საუკეთესო ქართული ბრენდები საფრანგეთის სხვადასხვა სავაჭრო ქსელში სომხური პროდუქციის სახით იყიდება. კერძოდ, ღვინო "საფერავი" ძვირადღირებულ სომხურ სპირტიან სასმელადაა გასაღებული, ქართულ ჩურჩხელას ჰყიდიან, როგორც "სომხურ სასწაულს", ამ სიაში ქართული თონის პურიც და ხაჭაპურიც მოხვდა.