საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. მეც თქვენთან ერთად გავიგე, რომ ჩანაწერი თავად გვარამიამ გააკეთა, მსგავსი ტექსტით ვსაუბრობ ძალიან ბევრთან და არ მახსოვს, რა ვითარებაში და როგორ მოხდა ეს ჩაწერა, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა “2030. News”-ს განუცხადა.
"ერთ კითხვას გაეცა პასუხი - ზოგს ეგონა, მე თვითონ ხომ არ ჩავიწერე და გავავრცელე. შესაძლებელია, გვარამია ფიქრობდა, რომ რაიმე საინტერესო შეიძლებოდა მეთქვა. როცა ბრიფინგი დაიწყო და განაცხადა, რომ ჩანაწერი მან აწარმოა, სულ მცირე, ბოდიში მაინც უნდა მოეხადა ჩემთვის“, - აღნიშნა ახვლედიანმა.
„რამე გარიგებებზე, მოლაპარაკებებზე და შეთქმულების თეორიაზე არაფერი მითქვამს. შესაძლებელია, გვარამიამ რაიმე პრობლემატური თემა ახსენა და ალბათ პასუხსაც გავცემდი... ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ფარული ჩანაწერებით ომი. თუმცა, მეორეს მხრივ, მე არანაირ ოფიციალურ შეხვედრაზე არ ვიყავი და შეეძლო, ჩაეწერა“, - აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.