საზოგადოება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

  საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც 3 ოქტომბერს ანაკლიაში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი, ასევე კომპანია Van Oord-ის რეგიონული დირექტორი გოვერტ ვან ოორდი დაესწრნენ.

 ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი 9 ფაზას მოიცავს. მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. პორტი 400 ჰექტარ ფართობზე შენდება და მისი მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ნავსადგური 2020 წელს  გაიხსნება.