სამართალი
საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები (2016 წელი, სექტემბერი)

  საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2016 წლის სექტემბრის თვე 631 302 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 11 %-ით მეტია.

 იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში უკვე 4 879 031 ვიზიტი განხორციელდა, რაც 8,6%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, მათმა რაოდენობამ 2 156 731 შეადგინა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 19,5% ით მეტია.

 ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის სექტემბერში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

 ა) ტურისტი - 304 814 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 48,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 34,2%);

 ბ) ტრანზიტი - 148 718 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,5%, მატება წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,8%);

 გ) სხვა - 177 770 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 28,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -10%).

 2016 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+4,2%), აზერბაიჯანიდან (+7,6%), თურქეთიდან (-21,5%), რუსეთიდან (+31,3%), უკრაინიდან (+28,1%) და ირანიდან (+57,9%) განხორციელდა.