საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. 6 ოქტომბერს პროკურატურის შენობის, კულტურის სამინისტროსა და “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის წინ მუსიკოსი და პიანისტი ლალი მიქავა უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით მჯდომარე აქციას გამართავს.
ზაქარია ფალიაშვილის რძალი ლალი მიქავა იმ ქონების დაბრუნებას ითხოვს, რომელიც წლების წინ სააღსრულებო ბიურომ უკანონოდ დაუყადაღა და ჩამოართვა. მიქავა ქონების უკანონო ჩამორთმევაში სააღსრულებო ბიუროს მაშინდელ ხელმძღვანელს და ახლანდელ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს ადანაშაულებს.
ლალი მიქავა ჩამორთმეულ ქონებაში ასახელებს მეუღლისგან ანდერძით დატოვებულ საცხოვრებელ სახლს, მე-19 საუკუნის როიალ „ბეხშტეინს“, რომელზეც ზაქარია ფალიაშვილმა „დაისი“ შექმნა და სხვადასხვა ანტიკვარულ ნივთებს.