საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
„პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, ჩემი აზრით, 5-6 პარტია შევა. „იმედის“ ბოლო კვლევებში 31 პროცენტი ამბობს, არ ვარ ჯერ მზად. 10 პროცენტი არ ამბობს. 40-41 პროცენტი იყო ჩამოუყალიბებელი დაახლოებით. 59 პროცენტიდან, რომლებმაც თქვეს, რომ მივდივართ არჩევნებზე, 32,7 აძლევდა „ქართულ ოცნებას“ და შემდგომ მოდიოდნენ რამდენიმე პარტია... ყველაზე კარგი შედეგი ჰქონდათ „თავისუფალ დემოკრატებს“. აგონიაში მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან გამოააშკარავა საკუთარი თავი. გაჩნდა შანსი იმისა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ მეორე ადგილზე გავიდნენ. ასეთი სცენარით „ნაციონალური მოძრაობა“ 5 კაცით გავა ალბათ, შეიძლება, საერთოდაც ვერ შევიდეს. ვნახოთ, დარჩენილ 3 დღეში შეიძლება ახლებურად აჩვენონ კიდევ საკუთარი სახე. თუ ამას გააგრძელებენ, რაც ბოლო 2 კვირაში ხდება, არ გამოვრიცხოთ, რომ პარლამენტის გარეშეც დარჩნენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„მაჟორიტარს ვერსად ვერ მოიგებს “ნაციონალური მოძრაობა”. მათ შორის ვერც ზუგდიდში ვერ მოიგებს ის ქალბატონი. ეს არის ორჯერ ორი ოთხი“, - აღნიშნა ივანიშვილმა.