ქუთაისში H1N1 ვირუსით ორსული ქალი დაინფიცირდა
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით ორსული ქალბატონი დაინფიცირდა. მას უკვე უტარდება გამოკვლევები და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი პაციენტი H1N1- ით ნამდვილად არის თუ არა დაავადებული.
თუმცა სიმპტომებითა და წინასწარი მონაცემებით პაციენტს დაავადებისთვის დამახასიათებელი თავისებურებები აღენიშნება. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეგახსენებთ, რომ სექტემბრიდან საქართველოში ამ ვირუსით 5 ადამიანი დაინფიცირდა.