სამართალი
საქინფორმი: ნიუ იორკში ქართველებმა სააკაშვილს დედა აგინეს! (ვიდეო)

  საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. 2016 წლის 30 სექტემბერს ნიუ იორკში, უკრაინული ეკლესიის გარშემო შეკრებილმა ქართველებმა, სადაც მის მომხრეებთან სააკაშვილის შეხვედრა მიმდინარეობდა, სააკაშვილს დედა აგინეს. „სააკაშვილის მონებო!“ – ყვიროდნენ ქართველი პატრიოტები ეკლესიის წინ, თუმცა სააკაშვილის ამომრჩევლებმა პოლიციის გამოძახება ვერ გაბედეს  (ვიდეო იხ აქ).

 შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნიუ იორკში შეხვედრა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დააანონსა:

 „30 სექტემბერს, ნიუ იორკში, ადგილობრივი დროით 18:30 სთ-ზე, გაიმართება ჩემი შეხვედრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებთან, შემდეგ მისამართზე: St. George’s Church, 30 E 7th St. New York, NY, 10003.

 გელოდებით – სააკაშვილი“

 საქინფორმს მიაჩნია, რომ ყველა ეკლესია, რომლის ამბიონიდან მიშა "მოძღვრავდა", ქართული იქნება ის თუ უკრაინული, ქუთაისში თუ ნიუ-ოირკში, ხელახლა საკურთხებელია, ხოლო განხეთქილების ჩამომგდებნი, თვითმარქვია პატრიარქი ფილარეტისა ანდა მიტროპოლიტი კალისტრატეს მსგავსნი, რომლებმაც სააკაშვილს ამის უფლება მისცეს - ეკლესიიდან განსადევნი!