საზოგადოება
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ოდიშარია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

  საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. 29 სექტემბერს ფონიჭალაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ოდიშარია განცხადებას ავრცელებს.

 „29 სექტემბერს ჩვენ გვქონდა მორიგი შეხვედრა ქვემო ფონიჭალის მოსახლეობასთან... ღონისძიების მსვლელობისას შემატყობინეს, რომ ზემო ფონიჭალელ მოზარდებს მოუვიდათ შელაპარაკება სასტუმრო «ტატოსთან, თუმცა დაზარალებულმა საშველად მოირბინა სინათლისა და ხალხისკენ. დაზარალებულს სწორედ ჩემმა მეგობრებმა იმ წუთასვე აღმოუჩინეს დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 ჩვენდა სამწუხაროდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, გვიან ღამით, უკვე შტაბში მოსულებს შეგვატყობინეს, რომ მდგომარეობა დამძიმდა და შემდეგ უკვე დადგა ყველასათვის წარმოუდგენელი შედეგი... ტრაგედია, რომლის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. დაიღუპა ჩვენი შვილების თანატოლი ბავშვი.

 უკვე აღარც მაკვირვებს იმ ადამიანების აღვირახსნილობა, რომლებსაც მომხდარზე გული არ უსკდებათ, მაგრამ შუბლის ძარღვი კი გახეთქილი აქვთ და პატარა ბიჭის და მისი ოჯახის უბედურებით ცდილობენ ბინძური ქულების მოპოვებას... ეს უსირცხვილო ადამიანები მეორე არასრულწლოვანს, რომლის ოჯახიც ასევე გაუბედურდა მომხდარის გამო, მოიხსენიებენ, როგორცქართული ოცნებისაქტივისტს... ან დედა არ გყავთ, ან შვილები, ან ოჯახი? ან ამ ქვეყანაზე სიარული არ გინდათ? მართლა არ გეშინიათ არაფრის?...

 რაც შეეხება გამოძიებას,  იტყვის, ალბათ, თავის სათქმელს და მე, როგორც კანონმორჩილი ადამიანი, გამოძიების შედეგებს დაველოდები", - ნათქვამი ბექა ოდიშარიას განცხადებაში.