სამართალი
ნაცზონდერები სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ!

  საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს  რამდენიმე მამაკაცი მაშინ დაესახა თავს, როდესაც ისინი ფლაერებს არიგებდნენ.

 როგორც  თვითმხილველები ყვებიან, პირები, რომლებმაც  ახალგაზრდებს სცემეს, "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრთან კახა ქირიასთან ერთად ნახეს.

 ერთ-ერთი ნაცემი გოგონა - ლიკა დემეტრაძე ზუგდიდის რეფერალურ საავამდყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

 ვიდეომასალა შემთხვევის ადგილზე მობილური ტელეფონით არის გადაღებული.

 „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად მოინახულა.  კვარაცხელიას განმარტებით, დაზარალებულთა მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მკურნალობის კვალიფიციურ კურსს გადიან. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სოფელ დიდინეძში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და აქტივისტების მიერ ნაცემი სამი ახალგაზრდა მიიყვანეს, მათგან ერთი გაეწერა და მკურნალობის კურსს შინ განაგრძობს, ორი დაზარალებული ახალგაზრდა კი ამ დრომდე სტაციონარში რჩება.