პოლიტიკა
ცესკო-ს განცხადება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

  საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. ცესკო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

 „სოციალური ქსელის Facebook-ის მეშვეობით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნოკომისია (ცესკო) საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით გამოკითხვას ატარებს. მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება და გავრცელება, ასევე, მოხდა სოცქსელების სხვა მომხმარებლების მიერ.

 საარჩევნო ადმინისტრაცია არ აწარმოებს არანაირი სახის გამოკითხვებს სუბიექტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ცესკო მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს, მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით არასწორი ინფორმაციის გაჟღერებისა და გავრცელებისგან“.