საკვები პროდუქტის რეალიზაციამ კრიზისს გაუძლო
სასურსათო ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ სუპერმარკეტებში ყველაზე დიდი მოთხოვნა – დაახლოებით 62%, მზა საკვებზეა. ხოლო მცირე მაღაზიებში ყველაზე დიდი ოდენობით თამბაქო, სასმელები და პურპროდუქტები იყიდება. ეს უპირველესად განპირობებულია იმით, რომ კრიზისისა თუ ხელმოკლეობის მიუხედავად, სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებს კლიენტი არ აკლია.
საკვებ პროდუქტებზე მომხმარებელი კრიზისის დროსაც ვერ იტყვის უარს, ამიტომაც იყო, რომ ფინანსური კრიზისი ამ სფერომ ყველაზე იოლად დაძლია და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებისთანავე, მოგებაზე გავიდა. მომგებიან წელიწადს საახალწლოდ გაათმაგებული ვაჭრობაც დაემატა. მაღაზიების წარმომადგენლების ინფორმაციით, რეალიზაცია საახალწლოდ 600%-ით გაეზარდათ.