საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ყოფილმა პატიმარმა ალექსანდრე ახალკაცმა პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ორგანიზაცია "გლობალურ ფონდს" ინდოეთიდან შემოჰქონდა ნაგავი მედიკამენტები და ტუბერკულოზით დაავადებულებს ვითომ კურნავდნენ. ამ წამლით, ფაქტობრივად, ხოცავდნენ ადამიანებს. ჩემი ინფორმაციით, სანდრა რულოვსი უამრავ დოკუმენტზე აწერდა ხელს. მე პროკურატურას ვეტყვი იმ ოქროს მოწმეების შესახებ, რომლებიც მზად არიან, დაადასტურონ და დაამოწმონ ეს ყველაფერი ფაქტებით“, - განაცხადა ახალკაცმა.
მისივე თქმით, 2010-2011 წლებში ე.წ. ხუდადოვის ტუბდისპანსერმა 800-ზე მეტი წამებით მოკლული ადამიანი გააფორმა, როგორც ტუბერკულოზით გარდაცვლილი.
„დარწმუნებული ვარ, სანდრა რულოვსს, მინიმუმ, დაკითხვაზე მაინც დაიბარებენ. ნაციონალების სიაში ნომერი მეორე ადამიანი, რომელიც კრავად შეგვირაცხეს, არის ჩვეულებრივი დამნაშავე, კრიმინალი, რომელიც მონაწილეობდა იმ დიდ სქემაში, რომლის შედეგადაც ათასობით ადამიანი სასიკვდილოდ გაწირეს”, - განაცხადა ალექსანდრე ახალკაცმა.
ყოფილი პატიმრის თქმით, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე მის წამებას პირადად ესწრებოდა.