საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ეს არის მოდელირებული მომავალი, როცა მათ გაიმარჯვეს, არიან გულკეთილები და აღარ აპატიმრებენ მოწინააღმდეგეებს, - ასეთი კომენტარი გააკეთა რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა გიგა ბოკერიას განცხადებაზე.
„ადამიანს აქვს ერთ-ერთი შესანიშნავი უნარი - წარმოსახვა. მინდა, შევახსენო ჩემს ძველ მეგობარს - მას წარმოსახვა გასავითარებელი აქვს. იმისთვის, რომ მოიგო, არ არის საკმარისი, ასეთი სახუმარო ტექსტებით ილაპარაკო. ამისთვის საჭიროა არჩევნებში სერიოზულად გამარჯვება“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
„რახან სააკაშვილისგან გამიჯვნა ვერ მოახერხეს, ეს პარტია მიდის დასასრულისკენ. როგორც ჩანს, ეს იქნება ბოლო არჩევნები, რომელშიც ექნებათ რაღაც შედეგი, მაგრამ ისეთი არა, რომ ვინმეს ამნისტია ეკითხებოდეთ“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის: გიგა ბოკერიამ ფეისბუქით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „არ იქნება არანაირი არც მოგონილი, არც რეალური პოლიტიკური დევნა წინა ხელისუფლების, იმ შემთხვევებშიც კი, თუ ჩადენილი იქნა დანაშაული“.