საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან თანამშრომლობას სირიაში კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხში, შეწყვეტს, თუკი რუსეთი ქალაქ ალეპოში ძალადობას არ შეწყვეტს.
როგორც სააგენტო "როიტერი" იუწყება, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჯონ კირბი აცხადებს, რომ ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ აშშ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს სირიაში ვითარების გამწვავების გამო.
„სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ აშშ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს სირიაში ვითარების გამწვავების გამო და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოსკოვს მიიჩნევს პასუხისმგებლად იმ ვითარებაზე, მათ შორის იმ ბომბების გამოც, რომლებიც ქალაქის დასაბომბად გამოიყენება“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.